ჩალაძე – წერტილოვანი შეზღუდვები ოპოზიციისთვის ხელის შეშლას ემსახურება

ექსპერტების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ქვეყანაში კორონავირუსის გამო შეზღუდვებს კიდევ უფრო გაამკაცრებს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ჩალაძის აზრით, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება ოპოზიციისთვის ხელის შეშლას ემსახურება.

“ქვეყანა შემდეგ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს და მიზანმიმართულად მიჰყავთ ქვეყანა გაკოტრებისკენ. საქართველოში პანდემიის პირველი დღიდან ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

რომ ყოფილიყო ვირუსის საკონტროლებლად, მაშინ უნდა მიეღოთ კომპლექსური გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ვირუსის შეკავებას. რა თქმა უნდა, ეს წერტილოვანი შეზღუდვები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკის გატარებას და ოპოზიციისთვის ხელის შეშლას”, – ამბობს ჩალაძე.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი – პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები არის ცვალებადი
შემდეგი სტატიაკომპანიამ დაგვიბარა ე.წ. “სტრელკაზე” – გოდოლაძის თქმით, მეწყრულ ზონაში არ უშვებენ