კომპანია „ნილს“, რომელიც ბაგა–ბაღებს კვებითი პროდუქტებით ამარაგებს, მერიამ შესაძლოა ხელშეკრულება შეუწყვიტოს

თბილისის მერიამ დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების კვების პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია “ნილს” შესაძლოა, ხელშეკრულება გაუწყვიტოს. ამის შესახებ მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რის გამო ვერ განახორციელებს კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მან ბაღებში საკვები პროდუქტის მიწოდება შეუფერხებლად განახორციელოს. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ “ნილმა” ვერ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და თუ უახლოეს დღეებში არ იქნება სრულად გამოსწორებული “ნილის” მიერ აღნიშნული პრობლემა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რაც გულისხმობს კომპანიის ჩანაცვლებას. ჩვენ წინასწარ არ გვინდა ამაზე საუბარი, ეს არის უკიდურესი ზომა და თუ ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას საერთოდ გავუშვებთ. გარადამავალ პერიოდში პრობლემა არ იქნება, თუ რას გავაკეთებთ შემდგომში გეტყვით, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,- განაცხადა ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიზნესომბუდსმენი საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავა, დედამთილს კი ბრალი წარედგინა