კომპანია ჯითი გრუპი და მასში შემავალი კომპანიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ჰოლდინგური კომპანია ჯითი გრუპის და მასში შემავალი კომპანიების ერთობლივი განცხადება❗

ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე დროს, როდესაც ვირუსი COVID19-ი უკვე გადასულია ახალ, შიდა გავრცელების ეტაპზე, ხოლო საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა ვაცნობიერებთ აღნიშული სიტუაციის ყველა შესაძლო ეკონომიკურ და სოციალურ შედეგს და გვსურს გავაკეთოთ განცხადება.

▫ჰოლდინგური კომპანია ჯითი გრუპი და მასში შემავალი კომპანიები ვაცნობიერებთ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესაძლო შედეგებს და ვმოქმედებთ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობის კერძო კომპანიებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად და ვაცხადებთ, რომ ჩვენი მომხარებლებისა და თანამშრომლების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით გადავდივართ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (გარდა გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლებისა).

▫ამასთანავე ავღნიშნავთ, რომ რადგან ჰოლდინგური კომპანია ჯითი გრუპი უზრუნველყოფს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციის, დასუფთავების სამსახურის, მუნიციპალური ტრანსპორტის, საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიებს და სხვა გამართულად ფუნქციონერებას მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში არ შევაფერხოთ რომელიმე აღნიშნული სერვისის დროული მიწოდება.

▫ხოლო იმ თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმშიც კი უწევთ კომპანიის ტერიტორიაზე ყოფნა, ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოების გაძლიერებულ დაცვას.

▫ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სოლიდარულები ვართ ქალაქ თბილისის მერის, ბ-ნი კახი კალაძის მოწოდებისადმი და ვაცხადებთ, რომ ჯითი გრუპი და მასში შემავალი კომპანიები ჰოლდინგში დასაქმებულ 800 კაციან კოლექტივს სრულად ვუნარჩუნებთ ანაზღაურებას.

▫მიგვაჩნია, რომ კერძო სექტორის როლი ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით დავძლევთ პრობლემებს.

▫ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თქვენი უსაფრთხოებისთვის!
▫დარჩი სახლში – იყავი უსაფრთხოდ!

ჰოლდინგური კომპანია ჯითი გრუპი

banner
წინა სტატიაშიონის მუნიციპალიტეტის მერი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამარნეულში მოწყობილი საველე ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულებულია