“ადამიანი როდესაც მიიჩნევს, რომ პატივი და ღირსება შეელახა, მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს”

ადამიანი როდესაც მიიჩნევს, რომ პატივი და ღირსება შეელახა, მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ელისო კილაძის წინააღმდეგ დეპუტატ მანანა კობახიძის სარჩელს. მისივე შეფასებით, ეს არის ცივილიზებული პროცესი. ”
“გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის პატივი და ღირსება, უამრავი სხვა თავისუფლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული. ადამიანი როდესაც მიიჩნევს, რომ პატივი და ღირსება შეელახა, მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. ეს არის ნორმალური, ცივილიზებული წესი”, – განაცხადა სუბარმა.
მანანა კობახიძის ადვოკატმა სამოქალაქო სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, რომლითაც ჟურნალისტ ელისო კილაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და ითხოვს, რომ სასამართლომ კილაძეს დაავალოს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაკობახიძის SMS – დეტალური ამონაწერი “შეწყალების კორუფციულ სკანდალთან“ დაკავშირებით