კობახიძის განცხადებები ჩემთვის არასერიოზულია – ლომჯარია

აღიქმება თუ არა მუქარად და კრიტიკულ მედიაში ჩარევის მცდელობად ირაკლი კობახიძის ის განცხადება, სადაც ის სამი ტელევიზიის ფინანსებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “ტვ პირველი”, “შავი ფულით ” ფინანსდებიან? სახალხო დამცველის თქმით ეს ყველაფერი სუბიექტურ აღქმებზეა დამოკიდებული, რადგან რადიკალური განცხადებების კეთება კობახიძისთვის დამახასიათებელია:

“ბატონი ირაკლი კობახიძის მხრიდან, მე პირადად შევეჩვიე ასეთი რადიკალური განცხადებების მოსმენას და ხშირ შემთხვევაში არც ვანიჭებ დიდი მნიშვნელობას იმიტომ, რომ ეს მისთვის დამახასიათებელი გახდა აკეთოს რადიკალური განცხადებები და ვცდილობ არ შევიდე სიღრმეში ამ განცხადებების განხილვის… ეს ალბათ სუბიექტურ აღქმებზეა დამოკიდებული. ჩემ მიმართაც არაერთი განცხადებები კეთდება, რომ ომი მინდა და ა.შ. თუმცა ჩემთვის ეს ცოტა ღიმილისმომგვრელია, თემატიკა არ არის ღიმილისმომგვრელი, მაგრამ ის განცხადებები ჩემთვის არასერიოზულია” ამბობს ლომჯარია

banner
წინა სტატიაშითუ პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა – ლომჯარია
შემდეგი სტატიათიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 306 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა