კობახიძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, პრემიერის თანამდებობა დატოვოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტყუილის გავრცელება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გადაიფაროს ოპოზიციის შიგნით არსებული კონფლიქტი.

„ეს არის ტყუილი, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ის რეალური კონფლიქტები, რომლებიც არის ოპოზიციის შიგნით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – 2022 წლის თებერვლიდან, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება
შემდეგი სტატიატიკარაძე პატრიარქთან შეხვედრაზე – ეს ჩვეული წესია, გუშინ იყო ბარბარობა, პატრიარქმა დამლოცა ჩემს მომავალ გზაზე, სხვა საუბარი არ ყოფილა