კობახიძე: საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი თახნა დახარჯა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი თანხა დახარჯა. ამის შესახებ კობახიძემ კონფერენცია “2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მისი თქმით, სინამდვილეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს წინასაარჩევნოდ თანხების ხარჯვის ნაწილში შეფარდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 90/10-ზე იყო.

“ხშირად გვესმის ხოლმე, რომ მმართველ პარტიას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს დაფინანსების კუთხით. ამაზე იყო საუბარი 2016 წლის არჩევნებთან მიმართებით, სადაც ითქვა, რომ მმართველმა პარტიამ მთლიანი საარჩევნო ხარჯებიდან დაახლოებით 90% დახარჯა. ასევე, იყო საუბარი, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველმა პარტიამ 92% დახარჯა. ეს მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს და უხეშად არის მას აცდენილი ერთი მარტივი მიზეზი გამო – ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ ხდება თანხების დეკლარირება. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 90/10-ზე კი არა, 2016 წელს ოპოზიციამ დახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ. ანუ სურათი იყო არა 90/10-ზე, არამედ მინიმუმ 50/50-ზე”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხშირად ისმის კრიტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ, თუმცა აღნიშნულ უწყებას ობიექტური საფუძველი აქვს, რომ მკაცრად არ გააკონტროლოს თანხები, რომელიც არის პოლიტიკაში.

მისივე თქმით, იმათთვის, ვინც აკვირდებიან საარჩევნო პროცესებს საქართველოში, ღიმილისმომგვრელია საუბარი იმაზე, რომ მაგალითად 2017 წელს მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიონი ლარი დახარჯა.

banner
წინა სტატიაში,,სითი პარკისთვის” თბილისის მერიის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო
შემდეგი სტატიათბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდას არ აპირებს