კობახიძე: რიგგარეშე სხდომასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი არის სპეკულაცია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე საუბარი მარტივი სპეკულაციაა.

კობახიძის განმარტებით, ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში არ ტარდება პლენარული სხდომები, ამასთან ერთად, ყველა დეპუტატი მთლიანად გადართულია საარჩევნო პროცესზე.

„ასეთ დროს შეუძლებელია სხდომის გამართვა. როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, თავისთავად არის სპეკულაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, კობახიძის თქმით, სპეკულაციაა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: 2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, როგორ წარიმართება პროცესები
შემდეგი სტატიაბოკერია ლელოს ინიციატივაზე: იმ ზღვარს გავცდით, როცა საპარლამენტო ინსტრუმენტებს აზრი ჰქონდა