გოცირიძე: 2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, როგორ წარიმართება პროცესები

2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, როგორ წარიმართება პროცესები. პარლამენტში სუს-ის მოსმენების განხილვა კი არა, შეიძლება, დამნაშავეთა ზემდგომები პირდაპირ განსასჯელის სკამზე მოხვდნენ, როდესაც ხელისუფლების შეცვლის საკითხი დადგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში ერთთვიანი პაუზაა. 11 დღის შემდეგ ყველაფრის განხილვა შეიძლება და 2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, როგორ წარიმართება პროცესები. ამ პარლამენტში სუს-ის მოსმენების განხილვა კი არა, შეიძლება დამნაშავეთა ზემდგომები პირდაპირ განსასჯელის სკამზე მოხვდნენ, როდესაც ხელისუფლების შეცვლის საკითხი დადგება. შესაბამისად, ეს 11 დღე არაფერს წყვეტს. ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ყველა პარტია გასულია ველზე და არჩევნებამდე 11 დღით ადრე პარლამენტის სხდომა მაინც ვერ დაინიშნება. არჩევნებამდე ამ სხდომის დანიშვნის არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: კრწანისელებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ისეთ არჩევნებში, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში
შემდეგი სტატიაკობახიძე: რიგგარეშე სხდომასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი არის სპეკულაცია