ბოკერია ლელოს ინიციატივაზე: იმ ზღვარს გავცდით, როცა საპარლამენტო ინსტრუმენტებს აზრი ჰქონდა

“სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება ივანიშვილის ნაბიჯების შედეგად გასცდა იმ ზღვარს, როდესაც სხვა ვითარებაში, ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა”. – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ლელოს ინიციატივას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე სუს-ის ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ამას გაცდენილები ვართ. ჩვენ ახლა ერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლა და ამ რეჟიმის დამარცხება ამ არჩევნებში ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, რომელიც თუნდაც გულწრფელი მოტივით იქცევა ფიქციად და უბრალოდ სპექტაკლად, თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს, არ არის მიზანშეწონილი“. – თქვა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: რიგგარეშე სხდომასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი არის სპეკულაცია
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: პარლამენტში სუსის უფროსის მოსმენით არაფერი დაშავდება, თუმცა შედეგზე გასვლის დიდი მოლოდინი არ მაქვს