კობახიძე – მიხეილ სააკაშვილის თვითმიზანი ქვეყნის დანგრევაა

როდესაც ობიექტურად არ არსებობს რესურსი შეთანხმების მიღწევის და რადიკალური ოპოზიციის დარწმუნების, აქ ვერავინ ვერავის დაადანაშაულებს იმაში, რომ მოდერაცია არ დასრულდა წარმატებით. როდესაც სააკაშვილს, ბოკერიას და სხვებს აქვთ თვითმიზანი, რომ არ იყოს ხელმოწერილი შეთანხმება, იქ დანიელსონი შარლ მიშელი და ვერც ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თვითმიზანი ქვეყნის დანგრევაა.

„ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი თვითმიზანი, მას ვერ არწმუნებს ვერც კონდოლიზა რაისი, ვერც შარლ მიშელი და ვერც ვერავინ. ის მიჰყვება თავის თვითმიზანს და ანგრევს ქვეყანას. ამ შემთხვევაში მას აღარ აქვს რესურსი, რომ ქვეყანა დაანგრიოს, ის რეალურად თავისი სიხისტით და რადიკალიზმით ანგრევს საკუთარ პარტიებს. ხედავთ რა დღეშია „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და ა.შ. სააკაშვილს უნდა დაანგრიოს ქართული დემოკრატია, ამის ნაცვლად ის ანგრევს საკუთარ პარტიებს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსზე ვაქცინის გაკეთებას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ
შემდეგი სტატიასანდრო რაქვიაშვილი – უახლოეს დღეებში გაიგებთ, რას ვაპირებთ