კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთებას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას 55 წელს ზემოთ მოქალაქეები და დიალიზის საჭიროების მქონე პაციენტებიც შეძლებენ.

“საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყევტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წელს ზემოთ, ეს გამოწვეულია იქედან, რომ ჩვენ დავაკვირდით რამდენად დიდია ინტერესი და კარგია აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომელბიც არიან 65 წელს ზევით, ასევე, იყო დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის რომლებიც 55-დან 65 წელს მოიცავდა”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება “დიალიზის პაციენტებისთვის”, რადგან ეს ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მქონეა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ვიწყებთ მზადებას 15 მაისისთვის დაგეგმილი აქციისთვის
შემდეგი სტატიაკობახიძე – მიხეილ სააკაშვილის თვითმიზანი ქვეყნის დანგრევაა