სანდრო რაქვიაშვილი – უახლოეს დღეებში გაიგებთ, რას ვაპირებთ

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში იყო პუნქტები, რომლებიც შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, ჩვენ მზად ვიყავით, ხელმოსაწერად. ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა დაბრკოლება, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი შეხვედრის დეტალები, ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ არ მოაწერეს დოკუმენტს ხელი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილი მიიჩნევს, ოპოზიცია დათმობაზე არ წავიდა, რის გამოც მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულდა.

ოპოზიციას არ აწყობდა არჩევნების არარსებობის პუნქტი და ასევე არ იყო მკაფიოდ გაწერილი რურუას საკითხი. ხოლო რაც ეხება „ქართულ ოცნებას“, მას ჰქონდა ტექნიკური ჩასწორებები რამდენიმე პუნქტში და ზოგადად, რურუას შემთხვევაში, არ იყვნენ თანახმა ამნისტიის ნაწილში. პირობა იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ოპოზიცია თუ არ აწერს ხელს, მეც არ მოვაწერ.

კომიტეტების ნაწილი მეორე ხარისხოვანი და გარკვეული ბონუსი იყო, თუ მხარეები მიდიან გარკვეულ კომპრომისზე, მაგალითად, ოპოზიციამ კომპრომისების სანაცვლოდ დამატებითი სარგებელი მიიღოს. მაგრამ თვითონ ეს კომიტეტები არ იყო მნიშვნელოვანი და ვერ დაგიდასტურებს იმას, რომ ეს კომიტეტები ეხება ამ პარლამენტს. სრულიად ლოგიკური იქნება, რომ იყოს საუბარი შემდეგ პარლამენტზე.

რაც შეეხება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმას, ეს იყო სწორედ ის პუნქტები, რომლებზეც ოპოზიცია თანხმდებოდა.ზუსტად ამ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ჰქონდა ორი პოზიცია, რომელიც უნდა ჩასწორებულიყო. ეს იყო არჩევანი პროკურორის და ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3. დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერზე თანხმდებოდნენ. ტექნიკურად არასერიოზულად გამოვიდოდა, რომ მარტო ამ პუნქტებზე ყოფილიყო შეთანხმება, როგორც დანიელსონმა პირველი შეხვედრის დროს განაცხადა და ეს გასაგები იყო. ან ყველა პუნქტზე ვთანხმდებით ან არც ერთზე. ის, რომ ოპოზიციისთვის აღმოჩნდა მიუღებელი არჩევნების ნაწილი და „ქართულმა ოცნებამ“ არ დათმო რურუას საკითხი, ამის გამო შეთანხმება არ შედგა. არ მგონია, რომ ოპოზიციამ რამე დათმო გუშინ, ამიტომაც არ შედგა მოლაპარაკება. „გირჩმა“ დათმო ბუნებრივი ბარიერის საკითხი, რადგან ჩვენ მოვაწერდით ხელს იმ ჩანაწერს, რომელიც იყო ამ დოკუმენტში მოყვანილი. ასევე, ოპოზიციას უნდა დაეთმო არჩევნების საკითხი. ეს დოკუმენტი ისეთია, ყველას უნდა მოეწერა ხელი. ჩვენმა მეგობრებმა არაერთხელ გვითხრეს, რომ მოლაპარაკების ჩაშლა არის რუსეთის თამაში და არის ის, სცენარი რომელიც ყველაზე ცუდი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ამ სცენარში ვცხოვრობთ. გვაქვს ჩვენი გეგმა, ვემზადებოდით ამისთვის, რადგან დიდი ნდობა მხარეების მიმართ არ გვქონდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ რა გეგმები აქვს „გირჩს“, ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.

„უახლოეს დღეებში გაიგებთ, რას ვაპირებთ ჩვენ. მრცხვენია კიდევაც, რომ ასეთ სიტუაციაში ვართ და ევროპელი მეგობრები არც კი ვიცი როგორ გვიყურებენ. რასაც ვთამაშობთ, ამ თამაშის პროცესში ყველა ვზარალდებით. მაგალითად, თუ არაფერი შეიცვალა, არც კი მინდა, ჩამოვიდეს, იდევ შევრცხვეთ და ვანახოთ მთელ სამყაროს, რომ ჩვენ ლაპარაკი არ შეგვიძლია და რაღაც ტექნიკურ დეტალებზე ვერ ვთანხმდებით“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, ამ საკითხზე კომენტირებისას რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ანგარიშში ასახულია მართლმსაჯულების პრობლემა და გუშინდელი მოლაპარაკებები სწორედ იყო შანსი, რომ ეს მოგვარებულიყო.

„ის საქმეები, რომელიც აღწერილია იქ, ასახავს ზოგად მართლმსაჯულების პრობლემას და ეს მოლაპარაკებები მათ შორის იყო შანსი, ეს პრობლემები მოგვეგვარებინა. არჩევნების ნაწილს რაც შეეხება, აქ დისკუსია დასრულებულია და გასაგებია შედეგი. ესეც მოსალოდნელი იყო და ამ შემთხვევაში, ჩვენი მეგობრები ევროპასა და ამერიკაში ერთი და იგივეა. იმის შემდეგ, რაც ოპოზიციამ ვერ წარადგინა ვერანაირი კონტრარგუმენტი, დისკუსია იმის თაობაზე, რომ გაყალბდა თუ არა არჩევნები, უკვე დასრულებულია. გასაგებია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს არჩევნები არის აღიარებული“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – მიხეილ სააკაშვილის თვითმიზანი ქვეყნის დანგრევაა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – “ოცნებას” ეშინია, რომ რომ ნებისმიერი დათმობა ძალაუფლებად დაუჯდება