კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ კანონი ევროპულია და არა რუსული

კობახიძე ირწმუნება, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში

“საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ. სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას. ეს არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე ევროპულთან ერთად, ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრესს პრინციპს, ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს. ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონი”, – ამბობს კობახიძე

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტებს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს
შემდეგი სტატიაპრორუსული ძალები არიან, პრაქტიკულად, გამქრალი პოლიტიკური სივრციდან – კობახიძე