კობახიძე – ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი

ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ხოშტარიამ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის, სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესება მოითხოვა.

კობახიძის თქმით, ელენე ხოშტარიას ოჯახი ბოლო დროს „რუსული რუბლებით გამდიდრდა”.

„სხვა კომენტარის გაკეთება ხოშტარიაზე უბრალოდ არ შეიძლება, თავის მილიონობით რუსულ რუბლს მიხედოს, რითაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამდიდრდა მისი ოჯახი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ქვეყანაში არის სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო” – ისინი აქამდეც დე ფაქტო პოლიტიკური პარტია იყვნენ
შემდეგი სტატიაჯონსონი – მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ