ჯონსონი – მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ

ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ. აშკარაა, ახლა საპარლამენტო „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ პარტიამ ახალი ლიდერი და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. დღეს დავნიშნე ახალი კაბინეტი, რომელიც იმუშავებს, რადგან მე დავრჩები მანამ, სანამ ახალი ლიდერი იქნება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი
შემდეგი სტატიაიოსელიანი – საარჩევნო ბარიერის დაწევა დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, ამით ევროკომისიას ევაჭროს