კობახიძე – ქვეყანაში არის სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო” – ისინი აქამდეც დე ფაქტო პოლიტიკური პარტია იყვნენ

ქვეყანაში არის სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო” – ისინი აქამდეც დე ფაქტო პოლიტიკური პარტია იყვნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდებიან პოლიტიკურ პარტიად და მონაწილეობას მიიღებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისინი 1%-საც ვერ მიიღებენ.

„თუ გაფორმდებიან პოლიტიკურ პარტიად, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. ეს მიუთითებს გამჭვირვალობაზე და ამ შემთხვევაში მათი დაფინანსება გახდება გამჭვირვალე, რადგან ამას ითვალისწინებს პარტიების შესახებ კანონი და ძალიან კარგი იქნება თუ ისინი გადაამოწმებენ საკუთარ ნდობას. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ბოლო ადგილზე ნდობის თვალსაზრისით. თუ ეს სამი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდება პოლიტიკურ პარტიად და მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მერწმუნეთ, რომ ისინი 1%-საც ვერ მიიღებენ. ეს ძალიან კარგი იქნებოდა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე მუშაობის პროცესში ოპოზიცია არ ერთვება, რაც იმის გამოხატულებაა, რომ პროცესის ჩაშლა სურს – კობახიძე
შემდეგი სტატიაკობახიძე – ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი