კობახიძე: ე.წ. კოალიციას ახლა დაამატეს 2.5-პროცენტიანი „ლელო“ და ნულპროცენტიანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია

ე.წ. კოალიცია ჯერ კიდევ პირველ ტურამდე წარადგინეს. იქ იყო წარმოდგენილი მელია, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ახლა დაამატეს 2.5- პროცენტიანი „ლელო“ და ნულპროცენტიანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია, – ამის შესახებ პარტია „ქარფთული ოცენების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უაზრო თამაშებია და თბილისში კახა კალაძე უპირობოდ მოიგებს არჩევნებს.

„რეალურად, ე.წ. კოალიცია მათ წარადგინეს ჯერ კიდევ პირველ ტურამდე. გახსოვთ, რომ იქ იყო წარმოდგენილი მელია, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ახლა დაამატეს 2.5-პროცენტიანი „ლელო“ და ნულპროცენტიანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია.

ეს არის რაღაც უაზრო თამაშები, რა თქმა უნდა, თბილისში კონკრეტულად კახი კალაძე უპირობოდ, დამაჯრებელად მოიგებს მეორე ტურში და იგივე მოლოდინი გვაქვს 19 მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული
შემდეგი სტატიატიკარაძე გოგელიას კლინიკაზე: გავიგებთ რატომ არ მოხდა რეაგირება