ტიკარაძე გოგელიას კლინიკაზე: გავიგებთ რატომ არ მოხდა რეაგირება

 ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის გოგელიას კლინიკის საქმეს, სადაც გუშინ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, პაციენტები სავარაუდოდ C ვიტამინით აცრეს.

მინისტრის თქმით, C ვიტამინი ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, თუმცა აცრილებს მაინც გამოკითხავენ.

“რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პროცესს, თქვენ იცით, რომ მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება, დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, ანუ რაც არის შემდეგი, გადაიგზავნება დოკუმენტები იმ შესაბამის უწყებებში, რომლებშიც უნდა მოხდეს რეაგირება.

თქვენ იცით, რომ ამ კლინიკის საქმე გადაგზავნილი იყო ერთი წლის წინ პროკურატურაში, ჩვენ მათ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ე.წ. კოალიციას ახლა დაამატეს 2.5-პროცენტიანი „ლელო“ და ნულპროცენტიანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია
შემდეგი სტატიასამეგრელოში ყოფილმა ძალოვანებმა განცხადება გააკეთეს: პოლიციელებმა უარი თქვეს სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე