დავით უსუფაშვილი: ველოდები როდის ავიღებ პასპორტს და მასში შენგენის ვიზას გადავხაზავ

“ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით ერთადერთი მოლოდინი მაქვს, როდის ავიღებ პასპორტს და მასში შენგენის ვიზას გადავხაზავ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იოჰანეს ჰანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მინდა ყველას მადლობა მოვახსენო მხარდაჭერისთვის, მინდა მადლობა მოვახსენო მოთმინებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობა გვავალდებულებს იმასაც, რომ იმ ოჯახის საჭიროებები და პრობლემები გავითვალისწინოთ. იმ ოჯახში კი ვითარება ასეთია, რომ ამ პროცესს დაჭირდა რამდენიმე თვით ზედმეტი ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ევროკომისრისგან ძალიან მტკიცე და მკაფიო გზავნილი, რომ წლის ბოლოსთვის ქართველებს შეეძლებათ უკვე პრაქტიკულად სარგებლობა უვიზო რეჟიმით. თარიღებთან დაკავშირებით მე მინდა ყველას ვთხოვო ვიყოთ ფრთხილი, ვინაიდან სექტემბერში იქნება ეს გადაწყვეტილება თუ ოქტომბერში, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამან არ უნდა განსაზღვროს ჩვენი წინასაარჩევნო დღის წესრიგი. ყველა ვინც ევროპული ინტეგრაციის მომხრეები ვართ, შეგვიძლია თამამად წარვსდგეთ ქართველი ხალხის წინაშე და ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაცია შემდგარი ფაქტია, რომელსაც სჭირდება გაფორმება.” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნილია
შემდეგი სტატიაკობა დავითაშვილი: ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ისინი დაპატიმრებული იქნებიან თუ არა