კახა კალაძე: კოალიცია, ალბათ არჩევნებზე ისევ იმ შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებული დაპირისპირება პარტიის გარეთ არ უნდა გადიოდეს.

კალაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭო გაიმართება, სადაც კოალიციის წევრები აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

„კოალიციას რაც შეეხება, ზოგადად, თუ როგორ მივალთ ჩვენ არჩევნებზე, ეს იქნება ერთიან ფორმატში თუ პარტიების სახით დაშლილი, ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება – კოალიცია დაიშლება. ამაში ტრაგედია და ცუდი არაფერია. თუმცა, უახლოეს მომავალში მე ამას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ კოალიცია, ალბათ არჩევნებზე ისევ იმ შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის, თუმცა არჩევნებამდე ძალიან ბევრი დროა, დაველოდოთ. რაც შეეხება „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის არსებულ გაუგებრობას, დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როცა სააშკარაოზე გამოდის. თუ რაიმე პრობლემა არსებობს, მიმაჩნია, რომ უნდა გადაწყდეს გუნდში. პოლიტსაბჭოზე უნდა მოხდეს ამის განხილვა. უახლოეს დღეებში შეიკრიბება საბჭო და გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: მინდა კარგად წაიკითხოს ეს მესიჯი ჩვენმა ზოგიერთმა თანამებრძოლმა
შემდეგი სტატიაკახა კალაძ: მეც ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება “მაესტროში”