კითხვა მიჩნდება, რატომ ვუწოდებთ ამ მთავრობის შემადგენლობას “მთავრობას” – ნიკა მელია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 19:10

კითხვა მიჩნდება, რატომ ვუწოდებთ ამ მთავრობის შემადგენლობას “მთავრობას” – ნიკა მელია

მნიშვნელოვანი

  • მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კრიტიკულ კითხვებს პასუხობენ.

სხვა სტატიები

მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კრიტიკულ კითხვებს პასუხობენ.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს, თუმცა, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, აცხადებს, მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციის წევრები ყველა კრიტიკულ კითხვას დაუსვამენ.

„საერთოდ, კითხვა მიჩნდება, რატომ ვუწოდებთ ამ მთავრობის შემადგენლობას “მთავრობას”, ან წინა რატომ იყო მთავრობა. საწყენად არ ვამბობ და არც ვინმეს დასაკნინებლად, მაგრამ ფაქტია, ეს არის ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ყოფილი ოჯახის სხვადასხვა მოსამსახურე პერსონალი. ფაქტია, გვყავს ყოფილი ადვოკატი, ოჯახის ყოფილი ექიმი, დაცვის ყოფილი წევრი, ყოფილი ბანკირი და რატომ ჰქვია ამას ქვეყნის მთავრობა?“ – აცხადებს ნიკა მელია.

შემდეგი შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან გაიმართება, ხოლო ბოლოს მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კითხვებს უპასუხებენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 19:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,189
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics