კიშინოვის ცენტრალურ მოედანზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა – ისინი მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
აქცია ორგანიზებულია სოციალისტური პარტიის, “ჩვენი პარტიის” და მემარჯვენე ცენტრისტების მიერ.
მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი 2015 წლის სექტემბრიდან გრძელდება. აქციების მიზეზი ე.წ. “საუკუნის ქურდობა” გახდა – ქვეყნის სამმა მსხვილმა ბანკმა მილიარდი დოლარი ოფშორულ ზონებში გადარიცხეს. 18 ოქტომბერს კორუფციის ბრალდებით მოლდოვას ყოფილი პრემიერი ვლადიმირ ფილატი დააკავეს, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობდა მმართველ კოალიციაში.