კიმ ჩენ ინმა სახრეთ კორეის პრეზიდენტს სასტუმროს “გაცრეცილი” ხედის გამო მოუბოდიშა

ჩრდილოეთ კორეელმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინს სასტუმროს რეზიდენციის ხედის გამო მოუბოდიშა, სადაც ის რამდენიმე დღეს დაჰყოფს. “ბატონი პრეზიდენტი მრავალ ქვეყანაში იყო. ცხადია, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, აქ მნიშვნელოვნად გაცრეცილი ხედია” – თქვა მან და აღიარა, რომ განიცდიდა იმის გამო, რომ თავისი კოლეგის ღირსეული მიღების ორგანიზება ვერ მოახერხა მაისში სასაზღვრო პუნქტთან შეხვედრისას. “ამიტომ, ველოდებოდით დღევანდელ დღეს და მაქსიმუმს ვეცადეთ ამ რეზიდენციის და პროგრამის მომზადებისას. შესაძლებელია, ეს არ არის მაღალი სტანდარტი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მას გულითადად მიიღებთ” – დაამატა კიმ ჩენ ინმა.

ორი ქვეყნის ლიდერი ფხენიანში ხვდება ერთმანეთს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე იყო, მეორე კი 19 სექტემბერს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიროგორ იმოქმედა ჩამოგდებულმა თვითმფრინავმა რუსეთ ისრაელის ურთიერთობაზე
შემდეგი სტატიასატვირთო მანქანების მძღოლების მიერ ფინანსთა მინისტრისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება