როგორ იმოქმედა ჩამოგდებულმა თვითმფრინავმა რუსეთ ისრაელის ურთიერთობაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელს “მტრულ მოქმედებებში” დასდო ბრალი, რომლის შედეგადაც სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-20 ჩამოაგდეს. “ისრაელის აღნიშნული პროვოკაციული მოქმედებები ფასდება, როგორც მტრული. ისრაელის სამხედროების უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს აბსოლუტურად არ პასუხობს რუსულ-ისრაელის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ადეკვატური მოქმედებების უფლებას ვიტოვებთ” – სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი.

თუმცა, მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა განცხადებით, სადაც მომხდარი “ტრაგიკულ შემთხვევითობად” შეაფასა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს პოზიცია მასთან სრულიად იყო შეთანხმებული.

რუსული მზვერავი თვითმფრინავი Ил-20, რომლის ბორტზეც 15 სამხედრო პირი იმყოფებოდა, ორშაბათს დაახლოებით 23.00 საათზე (მოსკოვის დროით) ჩამოვარდა. ამ დროს ის ავიაბაზა ხმეიმის თავზე, ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში, დაახლოებით ნაპირიდან 35 კმ-ში იმყოფებოდა. ამავე დროს ნაპირზე ისრაელის ოთხი გამანადგურებელი F-16 დაფრინავდა, რომლებმაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ლატაკიაში სამიზნეები დაბომბეს. რუსი სამხედროები დარწმუნებული არიან, რომ ისრაელის თვითმფრინავები წინასწარგანზრახულად ამოეფარნენ რუსულ თვითმფრინავს სირიული რადარებისგან დამალვის მიზნით.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის ებრაელ კოლეგასთან ავგიდ ლიბერმანთან სატელეფონო საუბარი გამართა და უთხრა, რომ “ისრაელთან საშიში ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით არსებული შეთანხმების მიუხედავად, რუსულმა სარდლობამ ისრაელის მიერ დაბომბვის შესახებ ინფორმაცია ერთი წუთით ადრე მიიღო”.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და მოვლენების საკუთარი ვერსია გაავრცელა. განცხადება “ცახალის” ოფიციალურ “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.
ისრაელის ვერსიით, როცა სირიის არმიამ რაკეტების გაშვება დაიწყო, ისრაელის თვითმფრინავები უკვე საკუთარ ტერიტორიაზე იყვნენ. ამასთანავე, რუსული თვითმფრინავი ოპერაციის რაიონში არ იმყოფებოდა. “სირიის არმიამ უწესრიგო ცეცხლი გახსნა, და როგორც ვხვდებით, არც დაინტერესებულან გაეგოთ, არიან თუ არა იქ რუსული თვითმფრინავები” – განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთანავე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში რუსმა ექპერტმა მიხაილ ხოდარენოკმა “ბიბისისთან” თქვა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში უწესრიგო ცეცხლის გახსნა შეუძლებელია, იმისათვის, რომ გასროლა განახორციელო, აუცილებელის მთელი რიგი პროცედურების დასრულება, და ამისათვის აუცილებელია მინიმუმ მიზნის აღება.
ებრაელი ექსპერტი დავიდ გენდელმანი თვლის, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშისაქართველო უნდა გახდეს მედეას აკვანი
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინმა სახრეთ კორეის პრეზიდენტს სასტუმროს “გაცრეცილი” ხედის გამო მოუბოდიშა