ჩირაღდნებით მსვლელობისას კიევის ქუჩებში 4 ადამიანი დააკავეს

კიევის ცენტრალურ ქუჩებში 29 ნოემბრის საღამოს რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატივით გაიმართა ჩირაღდნებით მსვლელობა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ევრომაიდაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას. აქცია პოლიციასთან შეჯახებით დასრულდა. როგორც უკრაინული გამოცემა “გორდონი” იუწყება, აქციის მონაწილეები თავდაპირველად პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობასთან მისვლას გეგმავდნენ, თუმცა გზა პოლიციის კორდონის მიერ ჩაკეტილი დახვდათ. აქტივისტებმა რამდენიმე მაშხალა გაისროლეს კორდონის მიმართულებით. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გეზი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ აიღეს, სადაც მათ პოლიციელთა გაძლიერებული რაზმი დახვდა. სამართალდამცავებმა დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაშლა, რომლის დროსაც 4 აქტივისტი დააკავეს და პოლიციის რაიონულ განყოფილებაში წაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულები უკვე გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიკილმარნოკში აფხაზთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი უცვლელად აღდგება
შემდეგი სტატიანადეჟდა სავჩენკო: ომი დონბასში უკრაინამ დაიწყო