კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

რუსული ძალების მიერ კიევზე 21 მარტს დილით განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ბინას ცეცხლი გაუჩნდა.

შევჩენკოს რაიონში ცეცხლი გაუჩნდა საბავშვო ბაღს. ასევე დაიწვა ერთი ავტომობილი. აფეთქების შედეგად სახლებში მინები ჩაიმსხვრა.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რაკეტები სტრატეგიული ბომბდამშენებიდან „ტუ 95“- დან გაუშვეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტები კიევისკენ მიფრინავს. კიევის მახლობლად და უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს
შემდეგი სტატიაკონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ექვს მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა