უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია რუსეთს მის ვებგვერდზე ორგანიზებულ კიბერ-თავდასხმაში ადანაშულებს და მიიჩნევს, რომ ეს ოფიციალური კიევის გადაწყვეტილების საპასუხოდ მოხდა, როცა პოროშენკომ რუსულ სოციალურ ქსელებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.
“ჩვენ ვხედავთ რუსეთის პასუხს პრეზიდენტის განკარგულებაზე რუსული სოციალური მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე“ – განაცხადა პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრო შიმკიევმა.
“სიტუაციას ჩვენი IT- სპეციალისტები აკონტროლებენ და ვებგვერდის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება”, – განმარტა მან.