კიეველმა პოლიციელმა ავაკოვს იშვიათი მშიშარა უწოდა

კიეველი პოლიციელის ბორის კრასოვსკის აზრით, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვს თავისი ხელქვეითების ეშინია – დღეს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ავაკოვი – იშვიათი მშიშარაა. დაღუპული მილიციელების ძეგლის გახსნის დღეს ის ჩვენთან მოვიდა, და მებრძოლებს იარაღი ჩამოართვეს” – წერს პოლიციელი და ამატებს, რომ უიარაღო თანამშრომლები იცავდნენ იარაღის ოთახებს და სპეციალური ნივთიერებების საწყობსაც.

ძეგლი ქალაქ ბოიარკაში 18 დეკემბერს გაიხსნა. ის დონბასში გარდაცვილი პოლიციის თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად დაიდგა.

banner
წინა სტატიაშიიტალიელმა მღვდელმა მრევლი მაფიოზის სახელზე ჩასატარებელ მესაზე დაპატიჟა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანს ახალი მოადგილე ჰყავს