იტალიელმა მღვდელმა მრევლი მაფიოზის სახელზე ჩასატარებელ მესაზე დაპატიჟა

იტალიაში, ბარში მღვდელმა თავისი მრევლი მაფიოზის სახელზე ჩასატარებელ მესაზე დაპატიჟა – მაფიოზი კანადის მაფიის მეთაური როკო სოლესიტოა, რომელიც მაისში მოკლეს – ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“მამა მიკელე ლოდი, რომელიც კანადაში მცხოვრებ ოჯახებთან სულიერ კავშირშია, ჩვენი გაერთიანების მორწმუნეებს მათი თანამოძმის ხსოვნის სახელზე გასამართ მესაზე ეპატიჟება” – მღვდელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი. როცა განცხადებამ სკანდალი გამოიწვია, ფოლიმ განმარტა, რომ გარდაცვლილი მაფიოზის ქებას კი არა, მის მოხსენიებას აპირებდა.

მიუხედავად ამისა, ბარი-ბიტონტოს არქიეპისკოპოსმა ფრანჩესკო კაკუჩიმ მესის ჩატარება აკრძალა და მომხდარს სკანდალი უწოდა, მისი თქმით, მღვდელი, შესაძლებელია, დისციპლინარულ პასუხისმგებლობაში მიეცეს.

banner
წინა სტატიაშიმერკელს გერმანელების ნახევარზე მეტი ნდობას უცხადებს
შემდეგი სტატიაკიეველმა პოლიციელმა ავაკოვს იშვიათი მშიშარა უწოდა