კიეველებმა ლევ ტოლსტოის მოედანს სახელი არ გადაარქვეს

კიევის მკვიდრებმა მხარი არ დაუჭირეს ლევ ტოლსტოის მოედნისთვის სახელის გადარქმევას. ქალაქის ადმინისტრაციაში აღნიშნულ საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა დაახლოებით 3 ათასმა ადგილობრივმა მიიღო, მათგან მოედნისთვის ტოლსტოის სახელის შენარჩუნებას ხმა 1813 მოქალაქემ მისცა, სახელის გადარქმევა კი 1279 ადგილობრივს უნდოდა.

მოედანი კიევში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, მაგრამ ტოლსტოის სახელი 1939 წლიდან დაერქვა.

banner
წინა სტატიაშისკარლეტ იოჰანსონის ფოტოზე ვირუსია დამალული
შემდეგი სტატიაშვედეთში ათასობით ბავშვი გაქრა