კიეველ ფემინისტებს კეფირი და ბრილიანტის მწვანე გადაასხეს

დღეს, 8 მარტს კიეველ ფემინისტებს, დემონსტრაციის დროს ოთხმა ბოროტმოქმედმა შეუტია – “112 უკრაინა” ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დემონსტრაციის მონაწილეებს კეფირი და ბრილიანტის მწვანე გადაასხეს. პროვოკატორები მაშინათვე დააკავეს.
“ყველა მათგანი სტუდენტია, 1996, 1998 და 1999 წლებში დაბადებულები. მათ ამდაგვარად სურდათ ეჩვენებინათ, რომ არ ეთანხმებიან იმ თეზისებს, რომელსაც მარშის მონაწილეები ავრცელებენ” – განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა, რომლის თქმითაც, დაკავებულებზე საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
ფემინისტების მარში კიევში 11 საათზე დაიწყო. დემონსტრაციის ძირითადი ლოზუნგია “არა ძალადობას სამშობიარო სახლებიდან სამხედრო კომისარიატებამდე”.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ბაგების სტუდქალაქის მიმდებარე ტყეში ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორი არის მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური შოუს მონაწილე და იმ უკანონო, ხშირად დანაშაულებრივი ზრახვების შემსრულებელი