კიდევ კარგი, სტრასბურგი ტერიტორიულად შორს არის, თორემ შტურმით აიღებდნენ იქაურობას – გია ცაგარეიშვილი

ეტყობა, გვარამიას უნდა, როგორც საკუთარ ქვეყანას შეესივნენ ჭილყვავებივით და ჯიჯგნეს ქვეყანა, სასამართლო, იგივე ბედი გაიზიაროს სტრასბურგმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, „კიდევ კარგი, სტრასბურგი ტერიტორიულად შორს არის და მცხეთასთან, ქუთაისთან ან თბილისის რომელიმე უბანში არ არის, თორემ შტურმით აიღებდნენ იქაურობას“.

„დარწმუნებული ვარ, ხალხს სცემდნენ, „დასკოჩავდნენ“ კიდეც მაგიდაზე, გვარამია ტაშს დაუკრავდა და იმ „კასტილიან“ ადამიანთან ერთად შორს არ წავიდოდა. ეს აღარ არის და ვეღარც იქნება. ამიტომ, მათ თუ უნდათ, შეუძლიათ, სტრასბურგისკენ შორეულ გზას გაუდგნენ. ეს აღარ არის მე-18 საუკუნე, როცა ჯორზე ამხედრებული სულხან-საბა ორბელიანი ექვსი თვე რომში რომის პაპის სანახავად მიდიოდა. ეს თანამედროვე სამყაროა, მათ შეუძლიათ, ბილეთი ქუთაისიდან ან თბილისიდან აიღონ, სტრასბურგში გაფრინდნენ, სარჩელი შეიტანონ და მწარე პასუხს მიიღებენ. აქედან წაღებული უამრავი სარჩელი და ვერცერთი მოგებული საქმე. სწორედ ეს არის ოპოზიციის გამწარების მიზეზი და ამიტომაც უნდათ „ვეტინგი“ და სასამართლოში შეჭრა. სურათი შექმნეს, თითქოს სასამართლო სისტემა ჩამომხობილი და განადგურებულია, არადა ყოველდღე რეიტინგები ქვეყნდება, სადაც სასამართლოზე საუბრობენ, რომ თავისუფალია, ეკონომიკაზე ამბობენ, რომ ვითარდება. ქვეყანაში არავის აწამებენ. გუშინ კვლევა გამოქვეყნდა, რომ ლამის პირველები ვართ მსოფლიოში. სად არის პრობლემა? – ერთი საქმე შეუძლია, თქვას ჰერჩინსკიმ ან ვინმემ, რომ კონკრეტული მოსამართლე, კონკრეტულ საქმეზე იყო დაინტერესებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ქრთამი აიღო, გავლენას დაექვემდებარა? – ვერცერთ საქმეს ვერ იტყვის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

banner
წინა სტატიაშილგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პირდაპირ რუსული კანონიდანაა გადაწერილი – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაგამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება. ისტორია დაწერილია – ხაბეიშვილი