“გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება. ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილი უდიდეს მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ გამარჯვებისთვის მუხლჩაუხრელად იშრომა.
“გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება. ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მუხლჩაუხრელად იშრომა ამ წარმატებისთვის. მადლობა სამწვრთნელო გუნდს, ფეხბურთელებს და მადლობა გულშემატკივარს, ვისაც არასდროს დაუკარგავს გამარჯვების რწმენა. სრულიად საქართველოს გილოცავთ.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.