კიდევ ერთი საკადრო ცვლილება მერიაში- ბიძინა გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მისი მმართველობის პერიოდში პირველად შემუშავდა დედაქალაქის ეკოლოგიის სტრატეგია 2015-2020 წლებისთვის. თბილისში ინტენსიურად მიმდინარეობდა გამწვანების ღონისძიებები და ახლაც მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინას ნაყოფიერი მუშაობისთვის და მინდა წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ნარამანიამ.

შეგახსენებთ, თანამდებობა დატოვა ასევე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ის შეზღუდვები, რაც არსებობს გზებზე იწვევს დისკომფორტს და ბოდიშს გიხდით
შემდეგი სტატიაგმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზა გაიხსნა