დავით ნარმანია: ის შეზღუდვები, რაც არსებობს გზებზე იწვევს დისკომფორტს და ბოდიშს გიხდით

თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობას, გზებზე შექმნილი საცობების გამო ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ მერია აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებს.

როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საცობების განტვირთვის მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე დასუფთავების მანქანების მოძრაობაც შეიზღუდება.

“გვინდა მოგიხადოთ ბოდიში. ის შეზღუდვები, რაც არსებობს გზებზე იწვევს დისკომფორტს და ბოდიშს გიხდით. რაც შეეხება მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ უკამყოფილებას პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ საღამოს საათებში დასუფთავების მანქანების მოძრაობის საკითხთან დაკავშირებით. სადაც მაღალია გადატვირთულობა იმ უბნებში სპეციალური გრაფიკი შევიმუშავეთ, კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, სადაც ვიწრო ქუჩებია და მოძრაობა ინტენსიურია შევიმუშავეთ სპეცილაური გრაფიკი და 08:30 საათიდან 10:30 საათამდე და საღამოს 17:30 საათიდან 20:30 საათამდე აღარ იმუშავებენ დასუფთავების სამსახურის მანქანები. ეს გარკვეული თვალსაზრისით იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობაზე. ასევე მინდა გამოვეხმაურო, იმას რომ 24 საათიანი მუშაობის შედეგად გმირთა მოედნის და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა გუშინ, ასევე მოძრაობა გაიხსნა მდინარე დიღმულაზე. ესეც განტვირთავს მოძრაობას”, – განაცხადა ნარმანიამ

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური, გივი თარგამაძე და კობა ხაბაზი დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაკიდევ ერთი საკადრო ცვლილება მერიაში- ბიძინა გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა