კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმა აქედან გააჯ**ას! – ზურა ჯაფარიძე “უცნობის კიდობანში” (ვიდეო)

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე “უცნობის კიდობანში” რამდენიმეჯერ მწვავე დებატებში აღმოჩნდა ჩაბმული გადაცემის წამყვან გიორგი გაჩეჩილაძესთან, იგივე უცნობთან, თუმცა, ეს დებატები ყველა ჯერზე წამყვანის მწყობრიდან გამოსვლით სრულდებოდა.

“ჩემ ძმასაც რომ ჰქონდეს მიღებული საპარტნიორო ფონდიდან 7 მილიონი, რომელიც აჩუქეს და არავინ სთხოვს უკან, შესაძლოა, მეც წყნარად ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვარ…”, – ასე უპასუხა ზურა ჯაფარიძემ უცნობის რეპლიკას: “მე მყავს შვილიშვილი და ვარ წყნარად, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ცეცხლი არ ანთია…”.

ზურა ჯაფარიძემ “ბოდვა” უწოდა წამყვანის თეორიას იმის შესახებ, რომ “აშშ საქართველოს უბიძგებს, რომ რუსეთს შეუჩიჩხინოს”. “ისიც იმპერიაა და ესეც”, – თქვა უცნობმა აშშ-სა და რუსეთზე, რაზეც ზურა ჯაფარიძემ უპასუხა: “არ გეთანხმები. არამარტო მე არ გეთანხმები, მე და შენი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ გეთანხმებით, რომელიც ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი პარტნიორია”.

“ახლა რომ მეორე ფრონტის გახსნისკენ გვიბიძგებენ, თვითონ რატომ არ გახსნეს მეორე ფრონტი, როცა ჩვენ 1992-93 წლებში ვიბრძოდით?”, – იკითხა გადაცემის წამყვანმა უკრაინის შესახებ, რაზეც ზურა ჯაფარიძემ უპასუხა, რომ “ჯერ ერთი, მაშინ სხვა მოცემულობა იყო, მეორეც, უკრაინელები აქ ჩვენს გვერდით იბრძოდნენ და ვერტმფრენებითაც დაგვეხმარნენ, უამრავი დევნილი გადაარჩინეს. ასე თუ გავყვებით, პრეტენზიები შეიძლება გვქონდეს ნებისმიერ ისეთ ქვეყანასთან, რომელსაც რუსეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს”.

“მე არ ვამბობ, რომ ჯარები უნდა შევიყვანოთ და ომი უნდა დავიწყოთ, მე ვამბობ, რომ ახლა ისეთი დროა, როცა ყველა ტრიბუნას უნდა ვიყენებდეთ და ხმამაღლა ვყვიროდეთ, რომ რუსებმა გააჯ**ნ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ამის გარდა, გარკვეული მოძრაობები უნდა გავაკეთოთ”.

“რა მოძრაობები უნდა გავაკეთოთ, რაც შენ გააკეთე ხაზზე, როცა ჩახვედი?” – ირონიულად იკითხა უცნობმა, რაზეც ზურა ჯაფარიძემ მოკლედ უპასუხა:

“მონობას და დაჩოქებას ის მოძრაობა ჯობია…”

ზურაბ ჯაფარიძემ უცნობს ცნობილი ფრაზაც “იმ ხელისუფლებამ ჩააბარა ტერიტორიები” გაუსწორა: “ტერიტორია არავის ჩაუბარებია, ჩვენ ყველგან ვიბრძოდით და ყველგან სისხლი გვაქვს დაღვრილი, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც. ტერიტორიები კი არ ჩააბარა ვინმემ, ტერიტორია რუსეთმა წაგვართვა ძალის გამოყენებით”.

უცნობის თქმით, ზურა ჯაფარიძისა და სხვა “რადიკალი პოლიტიკოსების” მთავარი მინუსი ის არის, რომ არ წონიან, რა მოხდება, თუ რუსეთი არ დაიშლება.

“ავწონე და ყველა ვარიანტში რუსეთს დედა არა ჰყავს, დედა ეტირება”, – უპასუხა ზურა ჯაფარიძემ, რის შემდეგაც საბოლოოდ გაბრაზებულმა უცნობმა გადაცემა დაასრულა ტელემაყურებლებისადმი მიმართვით: “მოკლედ, კარგად ბრძანდებოდეთ, ვერ შევთანხმდით”.

banner
წინა სტატიაშივთხოვ სტრასბურგს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან ფარულ მიყურადებაზე განაცხადები – ომბუდსმენი
შემდეგი სტატიაბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ უფრო გაზრდის