“ყვითელი ჟილეტების” პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა (ფოტო)

პარიზში “ყვითელი ჟილეტების” პროტესტი დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა. შაბათ დილით ტრიუმფალურ არკასთან აქციაზე რამდენიმე ათასი პროეტსტანტი შეიკრიბა, ისინი კოლონებად მიდიოდნენ ცენტრალურ ქუჩაზე. აქციის დაწყებიდან ძალიან მალე პოლიციასთან შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დემონსტრანტებმა Lacoste-ს მაღაზიაში მინები ჩაამსხვრიეს და მანეკენები ქუჩაში გამოყარეს, დაარბიეს, ასევე Kenzo. იქვე მდებარე გაზეთის ჯიხურს ცეცხლის წაუკიდეს.

ქვეყნის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა პროტესტანტების მოქმედება დაგმო და პოლიციისგან დემონსტრანტების მიმართ შესაბამისი ზომების გატარება მოითხოვა – “ბიბისი” წერს.

საფრანგეთის პოლიცია “ჟილეტების” დასაშლელად პლასტმასისა და რეზინის ტყვიების არალეტალურ იარაღს იყენებს: ინსტრუქციის მიხედვით, ტყვიების გამოყენებამ კანი არ უნდა დააზიანოს. თუმცა, პრაქტიკულად, იარაღისგან დაშავებულები ათობით არიან.
1 თებერვალს საფრანგეთის სასამართლომ დააგინა, რომ პოლიციას მომავალშიც შეუუძლია ტრავმატული იარაღების გამოყენება, რადგანაც არეულობის საფრთხე ისევ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიDaimler-მა უპილოტო ავტომანქანების მასობრივი გამოშვება დააანონსა
შემდეგი სტატიაბერლუსკონის საქმის მოწმე, სავარაუდოდ, რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს