ბერლუსკონის საქმის მოწმე, სავარაუდოდ, რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს

მაროკოელი მოდელისა და მოცეკვავის იმან ფადილის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლებელია, რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამვლა იყოს – იტალიურ მედიაზე დაყრდნობით “ბიბისი” წერს. ფადილი იტალიის ექს პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონეს წინააღმდეგ საქმეში მოწმე იყო. 34 წლის იმან ფადილი 1 მარტს მილანის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ჰოსპიტალიზირებიდან ერთი თვის შემდეგ. ის საკუთარ ძმას და ადვოკატს ეუბნებოდა, რომ მოწამლეს. გამოძიებამ მას ტოქსიკური ექსპერტიზა ჩაუტარა. იტალიური საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ფადილი, სავარაუდოდ, რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს.
მილანის მთავარმა პროკურორმა მედიას განუცხადა, რომ ფადილის გარდაცვალებაში “რამდენიმე უჩვეულობაა” – “ბიბისი” წერს.

2013 წელს ბერლუსკონი ბრადებულად ცნეს არასრულწლოვანი პროსტიტუტების მოსახურებით სარგებლობაში და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2014 წელს სააპელაციო სასამართლომ ის “არასაკმარისი სამხილების” გამო გაამართლა. ამის შემდეგ, ბერლუსკოვის წინააღმდეგ სხვა საქმე აღიძრა – მოწმეების მოსყიდვის გამო.
ფადილს პროცესზე უნდა ესაუბრა იმაზე, რომ ბერლისკონი ქალებს თანხას უხდიდა სიჩუმისათვის, რომელშიც, საერთო ჯამში 10 მილიონი ევრო დახარჯა.

“ყოველთვის სამწუხაროა, როცა ახალგაზრდები კვდებიან. მე მას არ ვიცნობდი. არასდროს მისაუბრია მასთან” – თქვა იტალიის ყოფილმა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“ყვითელი ჟილეტების” პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა (ფოტო)
შემდეგი სტატიამიხეილ ხადარკოვსკი რუსეთში დაბრუნებას აპირებს