ხვიჩია – თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას მოსაზრებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, მაკროფინანსურ დახმარების მიღებასა და 19 აპრილის შეთანხმებას შორის კავშირი არსებობს, თუმცა რამდენად განმსაზღვრელი იქნება ეს კავშირი და სხვა გარემოებები მოახდენენ თუ გავლენას, ეს არ იცის.

„როგორც ინფორმაცია მაქვს, ძალიან გასაგები მოწოდება იყო როგორც ხელისუფლების მიმართ, ისე ოპოზიციის მიმართ, რომ დოკუმენტს პატივი სცენ, ვისაც ხელი აქვს მოსაწერი მოაწერონ, ვისაც შესასრულებელი აქვს, შეასრულოს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ქვეყნისა და ხალხის მტრობაა, როდესაც მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, პოლიციას, ჯარს, სასამართლოს