ხვიჩია სააკაშვილზე – თუ ჩამოვა, პირობას ვდებთ, ახალნაყიდი ელექტრო „პორშეთი“ დავხდებით და პარლამენტში მოვიყვანთ

ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი, ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოვიდეს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

„მიხეილ სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ მას ახალნაყიდი ელექტრო „პორშეთი“ დავხდებით და პარლამენტში მოვიყვანთ. ამ ფაქტის მიმართ ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ ის ამ ნაბიჯს თუ გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე ან პარლამენტამდე.

არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი, ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოვიდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე – გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით, სულ მინიმუმ ლატარიას თამაშობ და ლატარიის დროა ახლა?
შემდეგი სტატიაბოტკოველი – სააკაშვილის განცხადების შემდეგ „ოცნების“ ძალიან ბევრმა ლიდერმა ალბათ, სახლის კარები გადარაზა დამატებითი გასაღებით