ხვიჩია – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს შევუერთდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას გამოაცხადებს

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, მის სამკურნალოდ გადაყვანას ვგულშემატკივრობთ, მაგრამ საპროტესტო აქციები ის მუქარა არ არის, რომლისაც ხელისუფლებას შეეშინდება და ამის გამო ამას გააკეთებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის ბევრად უფრო სწორი და რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი.

„ნაბიჯებში იმას ვგულისხმობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე გადის. სხვანაირად, „ქართულ ოცნებას“ რომც უნდოდეს, გაუჭირდება ამომრჩეველს აუხსნას, სააკაშვილი ციხიდან რატომ გაათავისუფლა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ ეს გასაგები იქნება. ოჯახს ვერ დავუშლი, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთოს, ეს მათი ვალდებულებაც კი არის. ოჯახისთვის აქციების ჩატარებას ჯერ კიდევ აქვს აზრი. ეს წარმატებული რომ არ იყოს, მინიმუმ ახალი ნაბიჯების საჭიროება გახდება. აქციებს შევუერთდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას გამოაცხადებს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წინა სტატიაშიბრეგაძე – პატიმარზე ზრუნვის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით
შემდეგი სტატიავოლოდინი – ლიდერები, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ, ომის დამნაშავეები არიან