ბრეგაძე – პატიმარზე ზრუნვის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით

მსგავსი ტიპის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით – მას [მიხეილ სააკაშვილს] ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილის განცხადებას, რომ სასამართლო პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.

მინისტრის განმარტებით, პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს.

:ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მას ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. სხვას, ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაში7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატიახვიჩია – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს შევუერთდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას გამოაცხადებს