ვოლოდინი – ლიდერები, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ, ომის დამნაშავეები არიან

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიასეჩლავ ვოლოდინის მიხედვით, ქვეყნების ლიდერები, რომლებიც უკრაინას სამხედრო იარაღით ამარაგებენ, ომის დამნაშავეები არიან.

“გერმანიის ლიდერობით ევროპული ქვეყნების მეთაურებს საკუთარი მოსახლეობის სერიოზულ კონფლიქტში ჩართვა შეუძლიათ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ისინი ომის მონაწილეები ხდებიან.

ისინი დუმდნენ, როდესაც რვა წლის წინ ნაცისტებმა ოდესაში მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხლად დაწვეს, დონბასის მოსახლეობის დასაცავად არაფერი გააკეთეს. დღეს კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მეტი სლავური წარმოშობის ადამიანი მოკვდეს.

თავიანთი ქმედებებით სამყაროს კატასტროფამდე მიიყვანენ. ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, საკუთარი რეპუტაცია შელახეს და პასუხი უნდა აგონ, როგორც ომის დამნაშავეებმა”. – წერს ვოლოდინი Telegram- ზე.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს შევუერთდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას გამოაცხადებს
შემდეგი სტატიაექიმი სააკაშვილზე – რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში რა განვითარდება არავინ იცის – ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით