“ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ხელს არ მოაწერს” – ირაკლი ოქრუაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 00:23

“ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ხელს არ მოაწერს” – ირაკლი ოქრუაშვილი

სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ – ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით,”გამარჯვებული საქართველო” მზად არის, ითანამშრომლოს ოპოზიციის ყველა იმ წარმომადგენელთან, ვინც 2020 წელს არჩევნების გაყალბებას ხელს არ მოაწერს.

ოქრუაშვილი მოუწოდებს ყველას, გაერთიანდნენ ქვეყნის გადასარჩენად. მისი თქმით, ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამ სხვადასხვა უწყებას ხელმძღვანელობდა, სადაც უსწრაფესი რეფორმები გაატარა. მისი განცხადებით, ახლა ამ ინსტიტუტებს ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს.

ოქრუაშვილი გახმაურებულ გამოუძიებელ საქმეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოუძიებელი საქმეების მიზეზი პოლიტიკური ნების არარსებობა და პროკურატურაში არაპროფესიონალი კადრებია. მისი თქმით, იგივე ვითარებაა პოლიციასა და ჯარში.

„პოლიციაში არის კატასტროფული სიტუაცია, ადამიანს დაწინაურება აღარ უნდა, რადგან პასუხისმგებლობა არ აიღოს იმ ვაკხანალიასა და უთავბოლობაზე, რომელიც ქვეყანაში ხდება. ჯარში ჯარისკაცები და ოფიცრები ფორმას ყიდულობენ უკვე საკუთარი ჯიბიდან ამოღებული ფულით. ყოველდღე ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს და ამის თავი არის ბიძინა ივანიშვილი.

ერთია სწორი დიაგნოზის დასმა და მეორე მკურნალობის შერჩევა, სწორი მკურნალობის მეთოდი ამ შემთხვევაში არის არჩევნები.

მარტო ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ ეს შედეგი დავდოთ, ამას სჭირდება დიდი ერთობა. თანამოქალაქეებო, პატრიოტებო, ქვეყანა იღუპება, ვკარგავთ, გაბედეთ გამარჯვება, ნუ ხართ ასე გათითოკაცებული, ნუ ვართ დაჩაჩანაკებული. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ხელს არ მოაწერს,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 00:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics