,,ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების პრეცედენტი შევქმნათ”

ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რათა შევქმნათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების პრეცედენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„მისასალმებელია, რომ შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს შორის დღეს, აქ, ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რათა შევქმნათ პრეცედენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების. ამავდროულად გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს პრეცედენტი იქნება სამაგალითო სხვა შემდგომი უფლებების გადაცემის ნაწილში, როცა იქნება სხვა პრეზიდენტი სხვა დროს უკვე.

ასევე მქონდა შეხვედრა არჩეული პრეზიდენტის გუნდის წევრთან, ბატონ ლაშა ჟვანიასთან და კიდევ ერთხელ ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი , რათა მოხდეს ცივილური გადაბარება პრეზიდენტის უფლაბამოსილების”,- განაცხადა აბაშიშვილმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა კადრების შემცირება აბაშიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე ის ვერ გააკეთებს კომენტარს.

„ადმინისტრაციაში მუშაობენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები, პრაქტიკულად ყველა რგოლში და თითოეული მათგანის კვალიფიკაცია ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ – აუცილებელია, ხელისუფლებამ თითოეულ ძალადობრივ აქტზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის უფლებამოსილების დემოკრატიული გადაცემის პრეცედენტი შეიქმნა