ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეიგნოს, რომ ამ არჩევნებს აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა,

მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე “ქართული ოცნების” ოფისში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებიან. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის საორგანიზაციო საკითხები განიხილება.

„მუშა თათბირია, რეჟიმი. გავიაროთ ყველაფერი ის, რომ მეორე ტური როგორ ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა, საქართველოს მოსახლეობამ შეიგნოს რომ ამ არჩევნებს აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ქუდზე კაცი გამოვა იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდეს და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს,“-განაცხადა რიმა ბერაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პირველი ტურის შეფასება უკვე მოხდა და ახლა უცილებელია აქტიური მოქმედებები.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-სამეგრელოს საარჩევნო შტაბს ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს