ექსკლუზივი-სამეგრელოს საარჩევნო შტაბს ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ საარჩევნო შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისში კი დედაქალაქის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელებენ.

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, სამეგრელოს შტაბს სამგერელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია გუბერნატორმა “თაიმერს” დაუდასტურა.

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეიგნოს, რომ ამ არჩევნებს აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა,
შემდეგი სტატია“ოცნების” წევრები დღეიდან ხალხთან შეხვედრებს იწყებენ