“ყველანაირი მცდელობა მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილურობის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი”

ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, სადაც ყველა პროცესი დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს, მათ შორის – საარჩევნო პროცესიც,-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მოსალოდენლი ტესტაბილიზაციის შეახებ კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი ის არის, რომ ხალხი განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის ხელისუფლება.

“ამას არ განსაზღვრავს სააკაშვილი და არც სხვა, ამას განსაზღვრავს ქართველი ხალხი. ყველანაირი მცდელობა ამ პროცესების მიღმა გარკვეული მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილური სიტუაციის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი”,-აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს საფრთხეების თავიდან აცილება.

“მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ყველაფერი წავა მშვიდობიანი გზით და კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის”
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: საზოგადოების დაპირისპირების რისკი არ არსებობს