დავით სერგეენკო: საზოგადოების დაპირისპირების რისკი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს.

მინისტრის თქმით, საზოგადოების დაპირისპირების რისკი, არც წინასაარჩევნოდ და არც არჩევნების შემდეგ, არ არსებობს.

“საზოგადოების დაპირისპირების რისკი არ არსებობს, მაგრამ არსებობს რისკი იმისა, რომ პოლიტიკური ძალების სატელიტმა საზოგადოებებმა მოაწყონ პროვოკაციები. რა რესურსები დასჭირდება ამის აღკვეთას, დასჭირდება ნაკლები თუ მეტი მობილიზაცია, ეს არის სამართალდამცველების პრეროგატივა”,-აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი ზონის” გლდანის რაიონული განყოფილების წევრებმა ორგანიზაცია დატოვეს და აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არჩევნების შემდეგ, ისინი დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდებოდა.

მათივე გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია – “საქართველოს ერთგულების სახელით”, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ, ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზავიის მოწყობა.

banner
წინა სტატიაში“ყველანაირი მცდელობა მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილურობის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგო